მატჩის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით თელავურმა კლუბმა 14 ქულა დააგროვა და ათგუნდიანი გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა. „თელავი“ პირველადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ 4 ქულით ჩამორჩება.
მორიგ, მე-10 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი გუნდი 5 მაისს, ბათუმში ადგილობრივ „დინამოსთან“ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება პირველ წრეში „თელავის“ გამარჯვებით დასრულდა.