weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

17:53 შაბათი, 05 მაისი 2018

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება. ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

ყრილობის დელეგატები არიან: „შევარდენი 2005“; „ჯორჯია“; „ლამისყანა“; „პანკისი“; „ვარსკვლავი 2024“; „ახალგორი“ ; „ალგეთი“; „ხაბარელი“; „არსენა“; „ფრონეს ხეობა“; „შილდა“; „ელვა“; „ოლიმპი“; „ახმეტა“; „გორი“; „ფესვები“; „შავი ავაზა“; „ლომჭაბუკი“; მებრძოლი 2015“; „შორეთი“; „დურმიშხანი“; „შათირიშვილი“; „მართვე“; „ნავერიანი“; „ოქროს ვერძი“; „დოჯო“; „ლიდერი“; „არაგველები“; „ფშაველა“; „ფალავანი 2020“; „გლადიატორი“; „ვიპ ძიუდო“; „ბოკვერი 2016“; „ბათუმი“ ; „ფალავანი 8“; „საგარეჯო ფფ“; პაპიტაშვილი გურამი; ტენტერაშვილი დავითი; ბოდაველი დავითი; ხაბარელი შოთა; ხუბულური თენგიზი; ნავერიანი მამუკა; მარტყოფლიშვილი ანზორი; გურაშვილი თემური; ტოტიკაშვილი ამირანი; ყიზილაშვილი მამუკა; გუგავა ბერდია; ხახალეიშვილი დავითი.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილი და სხვებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი არ გააგრძელებენ ვარჯიშს და მონაწილეობას აღარ მიიღებენ შეჯიბრებებში, ვიდრე ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

დღეს, ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. აქციაში პარლამენტის ყოფილი წევრი, ოლმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.

ზვიადაურმა დავით ქევხიშვილის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მედლის გარეშე დაბრუნდა. ზვიადაურმა ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობა ფედერაციის პრეზიდენტს დააკისრა. მისი თქმით, ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს. ამ განცხადების შემდეგ, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]