weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ

15:29 პარასკევი, 04 მაისი 2018

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და რამდენიმე ძიუდოისტი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„გამომდინარე იმ პირობებიდან რა პირობებშიც ვიმყოფებით და რა პირობებშიც გვიწევს წლების განმავლობაში ვარჯიში, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს, ჩვენ ვწყვეტთ ვარჯიშს, ვწყვეტთ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას. ავთანდილ ჭრიკიშვილი უკვე ბოსნიაში უნდა იმყოფებოდეს და დღეს ჩვენს გვერდით არის, რადგან უერთდება ამ ერთიანობას, ბრძოლას იმისთვის, რომ ქართულ ძიუდოში იყოს უკეთესი სიტუაცია და არა ერთპიროვნული მმართველობა“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, დავით ქევხიშვილს უამრავი საქმე აქვს, იგი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეა და დრო არ აქვს ძიუდოისტებს შეხვდეს.

„დიდი ხანია გრძელდება ეს პრობლემები და გადავწყვიტეთ, მივიღოთ რადიკალური ზომები. სხვანაირად გაგრძელება უკვე შეუძლებელია. მე პირადად, თავის დანებებაც რომ მომიწიოს, სანამ ეს მმართველობა იქნება ჩვენს ფედერაციაში, არ ვარ სპორტის გამგრძელებელი“, - აღნიშნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ძიუდოისტების მოთხოვნას უერთდებიან ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.

საქართველოს ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. დავით ქევხიშვილის გადადგომა ზურაბ ზვიადაურმაც მოითხოვა.

დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გასულ წელს აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]