საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა ტურინელთა ლეგენდად ქცეულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმაც - 40 წლის გოლკიპერმა კარიერაში მეცხრედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში) და საკუთარი რეკორდული მონაგარი გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუფონის ხსენებულ ტიტულებში არ შედის „იუვენტუსის“ მიერ 2005 და 2006 წლებში მოგებული და შემდეგ ჩამორთმეული ჩემპიონობები.
ბუფონის გარდა „ბებერი სინიორას“ ზედიზედ შვიდჯერ გაჩემპიონება კლუბთან ერთად მეშვიდედ იზეიმეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ანდრეა ბარძალიმ, ჯორჯო კიელინიმ, კლაუდიო მარკიზიომ და შტეფან ლიხტშტაინერმა.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა ტურინულმა გრანდმა წელს იტალიაში ორ ტიტული მოიგო - ჩემპიონობამდე „იუვემ“ წინა კვირას იტალიის თასიც აღმართა.