weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიის ნაკრებს რობერტო მანჩინი გაწვრთნის

11:18 სამშაბათი, 15 მაისი 2018

იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ცნობილი სპეციალისტი რობერტო მანჩინი გაწვრთნის. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 53 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული იყო უმწვრთნელოდ, როდესაც „სკვადრა აძურას“ თავკაცის პოსტი ჯან პიერო ვენტურას დაატოვებინეს, ვისი ხელმძღვანელობითაც იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

რობერტო მანჩინის დებიუტი 28 მაისს, საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩში შედგება.

რობერტო მანჩინიმ სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს ფლორენციის „ფიორენტინაში“ დაიწყო, საიდანაც ერთ სეზონში რომის „ლაციოში“ აღმოჩნდა. ორივე ხსენებულ კლუბს მანჩინიმ იტალიის ტასი მოაგებინა. დედაქალაქში ორწლიანი მუშაობის შემდეგ მანჩინი მილანის „ინტერში” გადაბარგდა, სადაც საუკეთესო პერიოდი ედგა - მანჩინიმ მილანურ კლუბთან ერთად 2004-2008 წლებში სამჯერ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. 2009-2013 წლებში იგი „მანჩესტერ სიტის“ ედგა სათავეში, სადაც ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერ თასი (ქომუნითი შილდი) მოიგო, შემდეგ წვრთნიდა სტამბოლის „გალათასარაის“ (თურქეთის თასი), ისევ - მილანის „ინტერს“ და ბოლოს - სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“, სადაც კონტრაქტი სამი დღის წინ გაწყვიტა.

ფეხბურთელობისას რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში თამაშობდა და მონაწილეობა მიიღო 1988 წლის ევროპისა და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე, „სკუადრა აძურას“ მაისურით კი 1984-1994 წლებში 36 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]