უამრავი ქომაგისა და სპეციალისტისთვის მოულოდნელი გამოდგა სანტოსის მხრიდან ისეთი ფეხბურთელების არგამოძახება, როგორებიც არიან: ნელსონ სემედო (ბარსელონა), ანდრე გომესი (ბარსელონა), როლანდო (მარსელი), ჟოაო კანსელო (მილანის ინტერი), რენატო სანჩესი (სუონსი სიტი), ნანი (ლაციო) და ედერი (მოსკოვის ლოკომოტივი). ხსენებულ ფეხბურთელთა უმრავლესობას უკანასკნელ სეზონში სათამაშო პრაქტიკა აკლდა, თუმცა ყველაზე იგივე ვერ ითქმის, თუნდაც ევრო 2016-ის ფინალის გმირ ედერზე, რომლის გამარჯვების გოლმაც საბა კვერკველიას „ლოკომოტივს“ გასულ კვირას რუსეთის ჩემპიონის ტიტული გაუნაღდა.
ლუზიტანიელთა გუნდს ასევე დააკლდება ლისაბონის „სპორტინგის“ ტრავმირებული განაპირა მცველი ფაბიო კოენტრაო, 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ანტონი ლოპესი (ლიონი), ბეტო (გიოზთეფე), რუი პატრისიო (ლისაბონის სპორტინგი).
მცველები: პეპე (ბეშიქთაში), ბრუნო ალვესი (რეინჯერსი), ჟოზე ფონტე (დალიან იიფანი), სედრიკი (საუთჰემპტონი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდის ბორუსია), მარიო რუი (ნაპოლი), რიკარდო პერეირა (პორტო), რუბენ დიასი (ბენფიკა).
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, ბრუნო ფერნანდესი (ორივე - ლისაბონის სპორტინგი), მანუელ ფერნანდესი (მოსკოვის ლოკომოტივი), ჟოაო მოუტინიო (მონაკო), ჟოაო მარიო (ვესტ ჰემ იუნაიტედი), ადრიენ სილვა (ლესტერ სიტი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი).
თავდამსხმელები: ანდრე სილვა (მილანი), კრისტიანო რონალდო (მადრიდის რეალი), რიკარდო კვარეზმა (ბეშიქთაში), გონსალო გედესი (ვალენსია), ჟელსონ მარტინსი (ლისაბონის სპორტინგი).
როგორც იცით, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის (15 ივნისი), მაროკოსა (20 ივნისი) და ირანის (25 ივნისი) წინააღმდეგ ითამაშებს, იქამდე კი ფერნანდო სანტოსის გუნდი სამი ამხანაგური მატჩით მოემზადება, რომლებსაც ტუნისის (28 მაისი), ბელგიისა (2 ივნისი) და ალჟირის (7 ივნისი) ნაკრებთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
მსგავსი სტატიები:
ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია