საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში „გაგრამ“ სწრაფი გოლით მე-9 წუთზე გახსნა. თელაველთაგან გამათანაბრებელი გოლი 84-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მასპინძელთა მეკარე ვადიმ შევჩუკს გიორგი ხარებაშვილის ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი სასწაულებრივად რომ არ აეღო, „თელავი“ 3 ქულას აიღებდა.
სხვათა შორის, გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული შეხვედრაც 1:1 მორჩა.
12 განვლილი ტურის შემდეგ „თელავს“ 18 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მორიგ, მე-13 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 25 მაისს, სტუმრად მცხეთაში გამართავს და პირველადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.