weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

12:17 სამშაბათი, 22 მაისი 2018
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს ფოტო © Sportall.ge

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის ნიშნად მათ ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, მისი სკამი კი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს. 

ძიუდოს ნაკრების წევრების განმარტებით, მათ არ სურთ, რომ დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მის გადადგომას მოითხოვენ. 

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის სამსახურში არ იმყოფება.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას უკვე სამი კვირაა ითხოვენ. ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენები ფედერაციას მათი და მწვრთნელების კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში ადანაშაულებენ.

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს შეისწავლის.

დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]