პირველი რენტგენის შემდეგ გაირკვა, რომ სალაჰის ტრავმა არცთუ სერიოზულია, რადგან მოტეხილობა არაა.
სხვადასხვა გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინალის შემდეგ, სალაჰმა მშობლებს დაურეკა და დაარწმუნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
ამ დროისთვის უცნობია, ემუქრება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის გაცდენა „რეალის“ მარჯვენა მცველ დანი კარვახალს, რომელმაც სალაჰის მსგავსად ტრავმის გამო ფინალში ნაადრევად დატოვა მოედანი. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო კარვახალმა ევრო 2016 გამოტოვა.