სიმბოლურ ნაკრებში მადრიდული „სამეფო კლუბი“ რვა ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. იგო ევროპული ფეხბურთის მმართველის ორგანოს (UEFA) ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა შეადგინა, რომლებშიც შედიოდნენ: იეჟი ენგელი, თომას შააფი, კრისტიან კივუ, დევიდ მოისი, მიქსუ პაატელაინენი და პეტერ რუდბაეკი.
ზოგიერთი სპეციალისტის გაკვირვება გუნდში სადიო მანეს (ვლივერპული) ვერმოხვედრამ გამოიწვია, სხვა მხრივ კი ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარეები: კეილორ ნავასი (რეალი), ალისონი (რომა).
მცველები: სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, მარსელო (სამივე - რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი).
ნახევარმცველები: კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი (სამივე - რეალი), ხამეს როდრიგესი (ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი).
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო (ორივე - ლივერპული), კრისტიანო რონალდო (რეალი), ედინ ჯეკო (რომა), ლიონელ მესი (ბარსელონა).