„რუსეთში ფავორიტის სტატუსით არ მივდივართ, თუმცა ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და მჯერა, რომ არგენტინას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია იმის თქმა, რომ არგენტინა პლანეტის საუკეთესო გუნდია, რადგან არიან ჩვენზე ძლიერი გუნდებიც“, - განაცხადა მესიმ Channel 13-თან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ „ალბისელესტემ“ მოახლოებული მსოფლიო პირველობისთვის წამყვანი მეკარე დაკარგა - „მანჩესტერ იუნაიტედის“ წევრმა სერხიო რომერომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდში მისი ადგილი ნაუელ გუსმანმა („ტიგრესი“, მექსიკა) დაიკავა. სხვა მხრივ კი ხორხე სამპაოლის რჩეულთა სია უცვლელია.