ბოლო პერიოდში არგენტინის ნაკრების შესახებ ამ ქვეყანასა და მთლიანად საფეხბურთო სამყაროში აზრები ორად იყო გაყოფილი - ზოგიერთი დაჟინებით მოითხოვდა მილანის „ინტერის“ მთავარმეგოლე იკარდის ნაკრებში გამოძახებას, ზოგი კი გახმაურებული პირადი თემების გამო ითხოვდა ფეხბურთელის ნაკრებიდან მოკვეთას. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც სერია A-ს ბომბარდირი 29 გატანილი გოლით გახდა, სამპაოლის 35-კაციან წინასწარ სიაში იყო, თუმცა ნაკრების თავკაცმა საბოლოოდ მასზე უარი თქვა.
მეორე მოულოდნელობა „პარი სენ-ჟერმენელი“ ხავიერ პასტორეს ეროვნულ გუნდს მიღმა დარჩენაა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის შემტევი შუახაზელი 4 წლის წინაც ვერ მოხვდა სამუნდიალე შემადგენლობაში.
სხვა მხრივ კი ხორხე სამპაოლის არჩევანი მეტნაკლებად მოსალოდნელი გახლდათ:
მეკარეები: 1. ნაუელ გუსმანი (ტიგრესი) 12. ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი) 23. ვილი კაბალიერო (ჩელსი).
მცველები: 2. გაბრიელ მერკადო (სევილია) 3. ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი) 4. კრისტიან ანსალდი (ტორინო) 6. ფედერიკო ფასიო (რომა) 8. მარკოს აკუნია (ლისაბონის სპორტინგი) 16. მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი) 17. ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი).
ნახევარმცველები: 5. ლუკას ბილია (მილანი) 7. ევერ ბანეგა (სევილია) 11. ანხელ დი მარია (პარი სენ-ჟერმენი) 13. მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე) 14. ხავიერ მასკერანო (ჰებეი ჩაინა ფორტუნი) 15. მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემ იუნაიტედი) 18. ედუარდო სალვიო (ბენფიკა) 20. ჯოვანი ლო სელსო (პარი სენ-ჟერმენი) 22. კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი).
თავდამსხმელები: 9. გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) 10. ლიონელ მესი (ბარსელონა) 19. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 21. პაულო დიბალა (იუვენტუსი).
მუნდიალამდე „ალბისელესტე“ 29 მაისს ბუენოს აირესში ჰაიტის ამხანაგურად გაეჯიბრება, 9 ივნისს იერუსალიმში კი - ისრაელის ნაკრებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში განთესილი არგენტინა 16 ივნისს ისლანდიას შეხვდება, 21 ივნისს - ხორვატიას, 26 ივნისს კი - ნიგერიას.
მსგავსი სტატიები:
ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საფრანგეთის ნაკრებმა სამუნდიალე შემადგენლობა გამოაქვეყნა
ევროპის ჩემპიონი პორტუგალია რუსეთში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს