გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუქარა არა მხოლოდ ლორის კარიუსის მიმართ, არამედ გერმანელი მეკარის ოჯახის მიმართაც ისმის. მერსისაიდული პოლიცია საქმეში ჩართულია და გამოიძიებს ყველა იმ მკვლელობის შემცველ მუქარას, რომელიც ლორის კარიუსმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომის შედეგად „ლივერპულმა“ ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 1:3 წააგო.