weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ტოჩინოშინი ოძეკად აკურთხეს [Video]

12:36 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ტოკიოში ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძის ოძეკად ნათლობის რიტუალი გაიმართა. 30 წლის ქართველმა სუმოისტმა სატიტულე ფიცის დადებისას თქვა, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას, თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა სანიმუშო მებრძოლი და სხვა რიკიშებისთვის (სუმოისტი) მისაბაძი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მაისის სუპერტურნირი ნაცუ ბაშო მეორე ადგილზე დაასრულა და წოდებაში წინსვლა გაინაღდა. იგი მესამე ევროპელია, რომელიც ოძეკი ანუ რანგით მეორე სუმოისტი გახდა - აქამდე ევროპელი ოძეკები ბულგარელი კოტოოშუ (კალოიან სტეფანოვ-მახლიანოვი) და ესტონელი ბარუტო (კაიდო ჰოოველსონი) იყვნენ.

სუმოს იერარქიაში ოძეკიზე მაღლა მხოლოდ დიდი ჩემპიონის წოდება იოკოზუნაა, რომელიც ევროპელთათვის ჯერ-ჯერობით მიუღწეველია.

ქართველ სეკიტორის, რომელმაც იანვარში შეძლო ბაშოზე გამარჯვება და „იმპერატორის თასის“ მოგება, იოკოზუნად გასახდომად რამდენიმე ბაშოს მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სუპერტურნირი სახელწოდებით ნაგოია ბაშო 8-22 ივლისს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]