weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

23:22 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

2018 წლის პროფესიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი მეორე ადგილზე გავიდა და სუმოს რანგით მეორე წოდება - ოძეკის ტიტული მოიპოვა.

2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი იაპონიიდან სამშობლოში პირველად დღეს ჩამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]