2018 წლის პროფესიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი მეორე ადგილზე გავიდა და სუმოს რანგით მეორე წოდება - ოძეკის ტიტული მოიპოვა. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი იაპონიიდან სამშობლოში პირველად 4 ივნისს ჩამოვიდა.
ტოჩინოშინი მცხეთაში 1987 წელს დაიბადა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ძეგვში ცხოვრობს.