weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბრაზილია გუნდი არ არის!“ - პელე სამშობლოს ნაკრების შესახებ

10:43 პარასკევი, 08 ივნისი 2018

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ფეხბურთის მეფედ“ წოდებულმა პელემ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების გამო ძალიან ნერვიულობს. ლეგენდარული ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ „სელესაოს“ მუნდიალზე პრობლემები შეექმნება.

„ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაგენით ისეთ სასტარტო შემადგენლობას, რომლის იმედიც რეალურად გვექნება. ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს გუნდი,” - განაცხადა 77 წლის პელემ.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტეს მოსვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარა და პირველი გუნდი იყო, რომელმაც რუსეთის საგზური მოიპოვა. საყოველთაო მოსაზრებით, ბრაზილია კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევა, მაგრამ პელე ასე არ ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ „კანარინიო“ მოგებათა ბრწყინვალე სერიას აგრძელებს და ტრავმირებული ლიდერი, ნეიმარიც ბრწყინვალე გოლით დაბრუნდა.

„კარგი ის არის, რომ ნეიმარი ახლა უფრო გამოცდილი და მომწიფებულია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს ის მარტო ვერ მოიგებს. მუნდიალს ყოველთვის გუნდი იგებს! ტიტე ძალიან კარგი მწვრთნელია და მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება“, - პელე პოზიტივს ხედავს, თუმცა „სელესაოს“ მაინც აკრიტიკებს.

ბრაზილიის ნაკრები კვირას ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს - „კანარინიო“ ვენაში ავსტრიას დაუპირისპირდება.

 

ამ თემაზე:

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]