შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი „რეალის“ თავკაცის პოსტზე გუნდიდან ახლახანს წასულ ზინედინ ზიდანს ჩაანაცვლებს.
51 წლის ბასკი სპეციალისტი ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2016 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში და ბრწყინვალედ გავლილი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცია.
ესპანეთის ნაკრებამდე ლოპეტეგი „პორტოსა“ (2014-2016) და ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებს წვრთნიდა, მანამდე კი მცირე ხნით „რეალის“ B გუნდსა და „რაიო ვალეკანოში“ მუშაობდა. მის სამწვრთნელო ტიტულებს შორის ჯერ-ჯერობით ევროპის ორი ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებაა, რომლებიც შესაბამისად, 19 და 21 წლამდე ნაკრებებთან ერთად 2012 და 2013 წლებში მოიგო.