საქმე ისაა, რომ მიმდინარე მუნდიალზე 29 წლის ფეხბურთელი გერმანიასთან გამართული პრინციპული მატჩის ანტიგმირი გახდა - „ტულუზას“ შუახაზელმა, რომელიც ხსენებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ჯერ რამდენჯერმე უაზროდ დაკარგა ბურთი შეტევისას, ბოლოს კი მსაჯის მიერ დამატებული წუთების უკანასკნელ წამებზე თამაშის წესი ტიმო ვერნერის წინააღმდეგ უხეშად დაარღვია, რასაც ტონი კროოსის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა და გამარჯვების გოლი მოჰყვა შვედების კარში.
ჯიმი დურმაზს მხარში უდგას შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი. თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ კრიტიკა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მისაღებია, თუმცა სასიკვდილო მუქარა დაუშვებელია. ის ამაყობს, რომ შვედეთის ნაკრების მაისური აცვია.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა გერმანიასთან მარცხით ჯგუფიდან გასვლის საკითხი საკმაოდ გაირთულა და ბოლო ტურში მექსიკასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.