ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მსოფლიო პირველობის თითოეულ მატჩზე დასწრების სანაცვლოდ დიეგო მარადონა FIFA-სგან 10 000 გირვანქა სტერლინგს იღებს.
დიეგო მარადონა სტადიონიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს
FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ინიციატივით, FIFA-ს პროგრამის ფარგლებში გულშემატკივრისთვის ცნობილი ფეხბურთელები საკუთარი ნაკრებების თამაშებს ესწრებიან. ინფანტინოს სურს, რომ ამგვარად კიდევ უფრო გაიზარდოს ტურნირის ინტერესი, რეპუტაცია და ორგანიზაციულობის ხარისხი. მარადონას გარდა სამშობლოს ნაკრებს ტრიბუნებიდან ქომაგობდნენ კოლუმბიელი ლეგენდად ქცეული ფეხბურთელები - კარლოს ვალდერამა და რენე იგიტა, ასევე - გერმანელი ლოთარ მათეუსი, დანიელი პეტერ შმაიხელი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.