„მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი, რომ შვედეთი შორს წავიდოდა და შესაძლოა მოეგო კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ, რომ შვედი ვარ და შვედეთის დროშის ფრიალით დავდივარ. მე უკვე დავიპყარი მსოფლიო, ახლა კი შვედეთი დაიპყრობს მსოფლიოს.“ - განაცხადა „იბრაკადაბრამ“ ლოს ანჯელესელ ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში.
„შვედეთის ნაკრებს ვინც შეხვდება, გარწმუნებთ ყველას რთული თამაში მოუწევს და ვფიქრობ, ეს ყველამ იცის“, - დასძინა 36 წლის ფეხბურთელმა, რომლის ირგვლივაც მრავალი მითქმა-მოთქმა არსებობდა ეროვნულ ნაკრებში მის შესაძლო დაბრუნებაზე.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალში შვეიცარიას შეხვდება.