weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მე უკვე დავიპყარი მსოფლიო, ახლა კი შვედეთის ნაკრები დაიპყრობს“ - იბრაჰიმოვიჩი

15:38 შაბათი, 30 ივნისი 2018

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა. ვეტერანი ვარსკვლავის განცხადებით, შვედებს მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლიათ.

„მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი, რომ შვედეთი შორს წავიდოდა და შესაძლოა მოეგო კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ, რომ შვედი ვარ და შვედეთის დროშის ფრიალით დავდივარ. მე უკვე დავიპყარი მსოფლიო, ახლა კი შვედეთი დაიპყრობს მსოფლიოს.“ - განაცხადა „იბრაკადაბრამ“ ლოს ანჯელესელ ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში.

„შვედეთის ნაკრებს ვინც შეხვდება, გარწმუნებთ ყველას რთული თამაში მოუწევს და ვფიქრობ, ეს ყველამ იცის“, - დასძინა 36 წლის ფეხბურთელმა, რომლის ირგვლივაც მრავალი მითქმა-მოთქმა არსებობდა ეროვნულ ნაკრებში მის შესაძლო დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალში შვეიცარიას შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]