weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარადონა მზადაა არგენტინის ნაკრები უფასოდ გაწვრთნას

12:17 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა მზადაა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს და უხელფასოდ იმუშაოს. ამის შესახებ მარადონამ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.

„მზად ვარ არგენტინის ნაკრებში მწვრთნელის პოსტზე დავრუნდე, თუნდაც ხელფასის გარეშე. ხალხი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სინამდვილეში მწუხარებას განვიცდი და თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რაც ჩვენი ძალისხმევით აშენდა, ყველაფერი განადგურდა.

57 წლის ასაკში ჩემთვის მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრები დამარცხდა გუნდთან, რომელიც მუნდიალზე საუკეთესო არაა“, - განაცხადა მარადონამ, რომლის აზრით, მუნდიალის ფავრიტი ბრაზილიაა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა.

რაც შეეხება დიეგო მარადონას, „ალბისელესტეს“ იგი 2008-2010 წლებში წვრთნიდა. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე არგენტინა მეოთხედფინალში უშანსოდ (0:4) დაამარცხა გერმანიის ეროვნულმა გუნდმა, რის შემდეგაც მარადონამ პოსტი დატოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]