weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გიორგი არაბიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს

14:19 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

გიორგი არაბიძემ დონეცკის „შახტარი“ დატოვა და კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდ „ნასიონალში“ გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარში“ 2015 წლიდან ირიცხებოდა, თუმცა უკრაინულ გუნდში ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, რადგან იგი დუბლშემადგენლობაში ირჯებოდა. არაბიძეს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება „ნასიონალს“, კუნძულ მადეირაზე ბაზირებულმა გუნდმა გასული სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა, რომელიც 71 ქულით მოიგო და შესაბამისად, ახალი სეზონიდან ჩემპიონატში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოშტინიაა, რომელიც ახლო წარსულში პორტუგალიის ნაკრებისა და „პორტოს“ ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ არაბიძე პრიმეირა ლიგაში მესამე ქართველი იქნება -  დამდეგ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი მაკარიძე და ავთო ებრალიძეც ითამაშებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]