კოლუმბიელთა განრისხების მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებთან დრამატული წაგებაა. საქმე ისაა, რომ პენალტების სერიაში სწორედ ბაკამ და ურიბემ ვერ გაიტანეს თერთმეტმეტრიანები და ამის ხარჯზე კოლუმბია მუნდიალს დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე კოლუმბიისთვის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელს მოკვლით დაემუქრნენ - პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო ფეხბურთელი კარლოს სანჩესიც მუქარის ობიექტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 24 წლის წინ, კოლუმბიის ქალაქ მედელინის ერთ-ერთ ბართან კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ანდრეს ესკობარი ჩაცხრილეს, რისი მიზეზიც იმ წლის მუნდიალზე ესკობარის მიერ გატანილი ავტოგოლი იყო.