„იტალიის გარეშე მუნდიალის ყურება ნამდვილი იმედგაცრუებაა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. როდესაც ხალხი ქუჩაში მხვდება, მეუბნებიან, რომ შეიძლებოდა რუსეთში იტალიაც ყოფილიყო და ვეთანხმები. გამანადგურებელია ის ფაქტი, რომ გასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ერთადერთი ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთაგან იტალიას აღემატება, ბრაზილიაა.
ახლა უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავა და იქ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 2022 წლის მუნდიალზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ.“ - განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობის საგზური იტალიის სახელოვანმა ნაკრებმა შვედებთან პლეი-ოფის შეხვედრაში დათმო, მანჩინიმ კი სამშობლოს ნაკრები მაისში ჩაიბარა.