შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც მწვრთნელად ფერნანდო იერო ხულენ ლოპეტეგისთან მომხდარი სკანდალის შემდეგ დაუნიშნეს, რუსეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობას მასპინძელთა ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ბოლო ერთი წელი მას არსად უმუშავია, რადგან „ბარსელონაში“ გატარებული უკანასკნელი სეზონის შემდეგ იგი უმუშევრად იყო.
ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს აქამდე მწვრთნელად უმუშავია „ბარსელონას“ B გუნდში (2008-2011), „რომაში“ (2011-2012), ვიგოს „სელტასა“ (2013-2014) და „ბარსელონაში“ (2014-2017), სადაც მან ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, სამი ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიო სსაკლუბო ჩემპიონატი მოიგო.