ზიდანი ახალი სეზონიდან ტურინული გრანდის სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მრჩეველი იქნება. ესპანური მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას „იუვეს“ მფლობელი ანიელების ოჯახის წარმომადგენელიც ადასტურებს.
რაც შეეხება „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრი პოსტს ინარჩუნებს და მინიმუმ 1 წელი მას არაფერი ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „რეალში“ გადასვლამდე, 1996-2002 წლებში სწორედ ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობდა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებულმა იტალიურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ ზაფხულის მთავარი ტრანსფერი განახორციელა და მადრიდული „სამეფო კლუბიდან“ კრისტიანო რონალდო გაიფორმა.