მოლდოვის ჩემპიონმა „შერიფმა“ თავიდანვე აქტიურად დაიწყო მატჩი და პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რაც ტაბლოზეც აისახა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ბელგიელმა ზიგი ბადიბანგამ იყოჩაღა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა, ხოლო მე-40 წუთზე ჟოალისონს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან გაატანინა.
მოლდოველებმა მეორე ნახევარშიც სწრაფად იხეირეს: 55-ე წუთზე ჟოალისონმა საჯარიმო შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამის შემდეგ „ტორპედო“ ანგარიშის შემცირებას შეეცადა და შანსიც ჰქონდა, თუმცა ქუთაისელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ვერაფერი შეცვალეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ევროტურნირებზე გამოსვლას ევროპა ლიგაზე განაგრძობს. ქუთაისელები ერთ კვირაში ფარერების „ვიკინგურს“ უმასპინძლებენ.