weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა

10:27 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდი საშინაო გამარჯვების (2:1) შემდეგ, სტუმრად ტირასპოლში „შერიფთან“ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

მოლდოვის ჩემპიონმა „შერიფმა“ თავიდანვე აქტიურად დაიწყო მატჩი და პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რაც ტაბლოზეც აისახა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ბელგიელმა ზიგი ბადიბანგამ იყოჩაღა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა, ხოლო მე-40 წუთზე ჟოალისონს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან გაატანინა.

მოლდოველებმა მეორე ნახევარშიც სწრაფად იხეირეს: 55-ე წუთზე ჟოალისონმა საჯარიმო შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამის შემდეგ „ტორპედო“ ანგარიშის შემცირებას შეეცადა და შანსიც ჰქონდა, თუმცა ქუთაისელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ვერაფერი შეცვალეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ევროტურნირებზე გამოსვლას ევროპა ლიგაზე განაგრძობს. ქუთაისელები ერთ კვირაში ფარერების „ვიკინგურს“ უმასპინძლებენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]