კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხეს ნოდარ ბერიანმა (100 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ), რომლებიც ოქროს მედლებს დაეუფლნენ, დავით იმერლიშვილმა (90 კგ) კი მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრზე სამივე მათგანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ კოიმბრაში მიმდინარე სტუდენტურ თამაშებზე ოქროს მედალი ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ აიღო.