UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა სატიტულო ბრძოლა ლოს ანჯელესში, საიუბილეო პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დააანონსა:
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი 7 აპრილს UFC 223-ზე მსუბუქ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.
როგორც ცნობილია, UFC 223-ის მონაწილეების ავტობუსზე თავდასხმამ კონორ მაკგრეგორის დაპატიმრება გამოიწვია, თუმცა ირლანდიელმა სპორტსმენმა კანონთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეძლო და საპროცესო გარიგების წყალობით სასჯელი გვარიანად შეიმსუბუქა - მას ხუთი დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
მას შემდეგ, რაც ბრუკლინის სასამართლომ კონორ მაკგრეგორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელ მებრძოლთან მისი დაპირისპირება მხოლოდ დროის საკითხი იყო.