UEFA-ს გამოკითხვაში მონაწილეობა 346 915 ადამიანმა მიიღო, საიდანაც თითქმის 200 ათასი ხმა რონალდოს გოლს ერგო. მეორე ადგილზე დიმიტრი პაიეტის გოლი გავიდა, რომელიც ფრანგმა შემტევმა ევროპა ლიგაზე „ზალცბურგს“ გაუტანა, ხოლო მესამე პოზიცია ევა ნავაროს ხვდა წილად გოგონათა შორის, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე გატანილი გოლისთვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ წინა წელს სეზონის საუკეთესო გოლად მარიო მანჯუკიჩის ასევე „მაკრატელათი“ გატანილი გოლი დასახელდა.