ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა: საფეხბურთო ქვეყანა? ვფიქრობ, ბრაზილიას ცოტა ხნის წინ პრობლემები ჰქონდა. ამით აშშ-ის პრეზიდენტმა ბრაზილიის ბელგიასთან მუნდიალის მეოთხედფინალში წაგება გაიხსენა.
„ჩემი პასუხი ტრამპს? მსოფლიო ჩემპიონატი ხუთჯერ გვაქვს მოგებული. შესაძლოა, ჯობდეს, მან ისტორია ისწავლოს,“ - აცხადებს ტიტე, რომელსაც ბელგიასთან მარცხის მიუხედავად კონტრაქტი გაუგრძელეს.
ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოს 16 წლის წინ, 2002 წელს მოიგეს, შემდეგ ოთხ მუნდიალზე კი ისინი სამჯერ მეოთხედფინალამდე მივიდნენ, ერთხელ კი მეოთხე ადგილზე გავიდნენ.