weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგა დღეს ახალი სეზონით ბრუნდება

11:50 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. დღის ცენტრალური მატჩი ლივერპულში, სტადიონ „ენფილდ როუდზე“ გაიმართება, სადაც გასული სეზონის ფინალისტი „ლივერპული“ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

ლივერპული-პარი სენ-ჟერმენის გარდა დღეს კიდევ 7 მატჩი გაიმართება განახლებული სასაათო დროებით. A ჯგუფში „მონაკო“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს, B ჯგუფში კი კიდევ ერთი ფავორიტი „ბარსელონა“ - კარგ ფორმაშ მყოფ „პსვ ეინდჰოვენს“. ამავე ქვეჯგუფში უაღრესად საინტერესო ჯახი შედგება: კრიზისში მყოფი „ინტერი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ საკუთარ მინდორზე მიიღებს.

ინტერესს ასევე იწვევს საბა კვერკველიას გუნდის თამაშიც. ცუდ ფორმაში მყოფი მოსკოვის „ლოკომოტივი“ ჩემპიონთა ლიგას სტამბოლში „გალათასარაისთან“ შეხვედრით დაიწყებს.

გთავაზობთ დღეს გასამართ მატჩების სიას. საათები მითითებულია თბილისის დროით:

A ჯგუფი:

23:00 სთ მონაკო - მადრიდის ატლეტიკო

23:00 სთ ბრიუგე - დორტმუნდის ბორუსია

B ჯგუფი:

20:55 სთ ბარსელონა - პსვ ეინდჰოვენი

20:55 სთ ინტერი - ტოტენჰემ ჰოტსპური

C ჯგუფი:

23:00 სთ ლივერპული - პარი სენ-ჟერმენი

23:00 სთ ცრვენა ზვეზდა - ნაპოლი

D ჯგუფი:

23:00 სთ გალათასარაი - მოსკოვის ლოკომოტივი

23:00 სთ შალკე 04 - პორტო

 

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]