weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაფაელ ნადალმა „როლან გაროსის“ ტურნირი მეათედ მოიგო

09:38 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში „როლან გაროსის“ პრესტიჟული ტიტული მეათედ მოიპოვა, რაც აქამდე არავის უქნია. ნადალმა ფინალში სტანისლას ვავრინკას მარტივად 6:2, 6:3, 6:1 სძლია.

ნადალს, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა ისე მოიგო, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია, ჯამში დიდი სლემის 15 ტიტული დაუგროვდა, რითაც პიტ სამპრასს (14 ტიტული) გადაასწრო და მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც დიდი სლემის 18 ტურნირი აქვს მოგებული. წლევანდელი „როლან გაროსის“ მოგებით კი ერთეულთა თანრიგში 73-ე ტიტული მოიპოვა.  

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა მიმდინარე წელს ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო: მონტე-კარლოს, ბარსელონასა და მადრიდის მასტერსის ტურნირები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]