შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ლუკა მოდრიჩი ასევე დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატისა და UEFA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.
აქვე გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის, ეროვნული გუნდის კაპიტნის, ჯაბა კანკავასა და გაზეთ „სარბიელის“ დამფუძნებლის, ზურაბ ფოცხვერიას არჩევანს:
ვლადიმირ ვაისი - ლუკა მოდრიჩი, ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო.
ჯაბა კანკავა - ლუკა მოდრიჩი, კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი.
ზურაბ ფოცხვერია - კრისტიანო რონალდო, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, FIFA-ს ჯილდოები ასე განაწილდა:
საუკეთესო გოლის ავტორი - მოჰამედ სალაჰი
2018 წლის საუკეთესოს გოლის ავტორად მოჰამედ სალაჰი დასახელდა, რომელმაც „ლივერპულისა“ და „ევერტონის“ შეხვედრაში გატანილი გოლისთვის მიიღო ჯილდო. ეგვიპტელის შედევრს ხმების 38% ერგო და ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც კრისტიანს რონალდს და გარეთ ბეილი იყვნენ, შესაბამისად, „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლებით.
საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშანი
საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ხორვატი ზლატკო დალიჩი და ორი ფრანგი, ზინედინ ზიდანი და დიდიე დეშანი იყვნენ წარდგენილნი. საბოლოოდ, გამარჯვება დეშანმა მოიპოვა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა
2018 წლის საუკეთესო მეკარის პოზიციაზე წარდგენილნი გახლდათ: ტიბო კურტუა, უგო ლორისი და კასპერ შმაიხელი. FIFA-ს ჯილდო ბელგიის ნაკრებისა და აწ უკვე „რეალის“ წევრს გადაეცა.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - მარტა
2018 წლის საუკეთესო ქალის ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ლიონის „ოლიმპიკის“ წევრები - ნორვეგიელი ადა ჰეგებერგი და გერმანელი ჯენიფერ მაროჟანი, თუმცა გამარჯვება ლეგენდად ქცეულ მარტას ხვდა წილად. 32 წლის ბრაზილიელი მეექვსედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. აქამდე იგი FIFA-მ 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში დააჯილდოვა.
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში - რეინალდ პედროსი
ქალთა ფეხბურთში 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად ლიონის „ოლიმპიკის“ ქალთა გუნდის ფრანგი დამრიგებელი რეინალდ პედროსი დასახელდა.
საუკეთესო გულშემატკივარი
აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება პერუს ნაკრების გულშემატკივრებმა მოიპოვეს.
პატიოსანი თამაშის ჯილდო
აღნიშნული ჯილდო ჰოლანდიური „ვენლოს“ გერმანელ ფეხბურთელს, ლენარტ თის ერგო, რომელმაც ლეიკემიით დაავადებული ადამიანებისთვის სისხლი გაიღო და ამის გამო „პსვ ეინდჰოვენთან“ მატჩიც გამოტოვა.
2018 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ლეონარდო ბონუჩი, მარსელო
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ანდრეს ინიესტა
თავდამსხმელები: ნეიმარი, ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო