weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2020

„თელავმა“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

11:31 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 hits 701

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად მარტვილში, წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიმარჯვა. თელავური კლუბის მიჯრით მოგებულ ხუთ შეხვედრაში გორის „დილასთან“ სათასო მატჩიც შედის.

ბოლოადგილოსან „სამგურალთან“ უხვგოლიან შეხვედრაში დუბლით ვაკო გოგოლიძე გამოირჩა, ერთი გოლი კი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.

ამ დროისთვის „თელავს“ ლიგა 2-ში 41 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. მის წინ მხოლოდ ბათუმის „დინამოა“, რომელთანაც სხვაობა 10 ქულაა.

26-ე ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 28 სექტემბერს, შინ ჩაატარებს და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნორჩი დინამოს“ შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]