ბოლოადგილოსან „სამგურალთან“ უხვგოლიან შეხვედრაში დუბლით ვაკო გოგოლიძე გამოირჩა, ერთი გოლი კი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.
ამ დროისთვის „თელავს“ ლიგა 2-ში 41 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. მის წინ მხოლოდ ბათუმის „დინამოა“, რომელთანაც სხვაობა 10 ქულაა.
26-ე ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 28 სექტემბერს, შინ ჩაატარებს და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნორჩი დინამოს“ შეხვდება.