weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კაპელომ მესი და რონალდო გააკრიტიკა

10:16 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო კრისტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის აკრიტიკებს. კაპელოს განცხადებით, არგენტინელმა და პორტუგალიელმა ვარსკვლავებმა FIFA-ს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, რადგან იცოდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ და დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივიდნენ.

„მესიმ და რონალდომ უპატივცემულობა აჩვენეს FIFA-ს და არ ღონისძიებას დაესწრნენ. მათ არ მოსწონთ, როდესაც მარცხდებიან, თუმცა დამარცხებაც ღირსეულად უნდა მიიღო, არამხოლოდ გამარჯვება“, - აღნიშნა 72 წლის ტიტულოვანმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა, კრისტიანო რონალდო მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ლიონელ მესი სამეულშიც ვერ მოხვდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ჯილდოს ან მესი იგებდა, ან - რონალდო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]