როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოფიციალურად იტყობინება, ვიდეორეფერის სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო, 2019-2020 წლების სეზონიდან იმუშავებს.
გარდა ამისა, ვიდეორეფერი დაშვებული იქნება UEFA-ს ეგიდით გამართულ სხვა ტურნირებში, მათ შორის - 2019 წლის სუპერ თასზე, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 2020-2021 წლების სეზონიდან კი ევროპა ლიგასა და ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზეც.