weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე“ - ნუგზარ ტატალაშვილი

15:10 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

ქართველმა ძიუდოკა ნუგზარ ტატალაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში შესაძლო გადასვლის შესახებ.

„ასეთი დაინტერესება ნამდვილად იყო ერთ-ერთი ქვეყნის მხრიდან, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მოლაპარაკებებს სერიოზული სახეც კი არ მიუღია, რადგან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე. მკერდზე ქართული დროშა ჩემთვის განსაკუთრებული და შეუცვლელია.“ - წერს საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი საკუთარ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გავრცელდა ხმა, რომ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებში გააგრძელებდა კარიერას. სპორტსმენმა მაშინ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ კი ევროპის სამგზის პრიზიორის უცხოეთში გაშვების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.

1990 წელს დაბადებული ძიუდოკა 13 საერთაშორისო მედლის მფლობელია. ნუგზარ ტატალაშვილი 2015 წლის ბაქოს ევროპული თამაშების, ასევე 2013 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორია. ნაკრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე კი არის 2013 წლის მსოფლიოსა და ევროპის 2012, 2013, 2014 წლების ჩემპიონი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]