გავრცელებული ინფორმაციით, ბოლონიური კლუბის სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი „ემპოლისთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე.
ლევან მჭედლიძე „ემპოლის“ 2010 წელს „პალერმოდან“ შეუერთდა, ხოლო კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ აწგასრულებულ სერია A-ს სეზონში 15 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი გუნდი სერია A-დან უკანასკნელ ტურში იტალიის ჩემპიონატიდან მეორე ლიგაში, სერია B-ში დაქვეითდა, სადაც ქართველ ფეხბურთელს თამაში არ სურს.