weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლონდონში 27-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა - არიან დაშავებულები

10:20 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 27-სართულიანი შენობიდან, სადაც სავარაუდოდ ასობით ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში 30 დაშავებულია გადაყვანილი.

ვრცელდება ცნობები, რომ მაშველებმა ყველა მცხოვრების სახლიდან გამოყვანა ვერ შეძლეს. თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

შენობაში ხანძარი 01:00 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის უნცობია, თუ რამ გამოიწვია ის.

„როიტერის“ ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40 სახანძრო მანქანა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მათ ცეცხლის ჩაქრობა დილის 5 საათისთვის შეძლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]