weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ზელენსკი: თუ რუს სამხედროებს გადარჩენა უნდათ, დროა გაიქცნენ

13:51 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სამხედროებს თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება ან ტყვედ ჩაბარება ურჩია.

„ვის სურს იცოდეს, რა გეგმები გვაქვს? კონკრეტიკას ვერცერთი ნამდვილად პასუხისმგებელი პირისგან ვერ მიიღებთ, იმიტომ, რომ ეს ომია და ასე ხდება ომში. მაგრამ ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებამდე გავყრით, ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. ოკუპანტები მას კარგად ცნობენ.

თუ გადარჩენა უნდათ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. წადით სახლში. თუ რუსეთში, საკუთარ სახლში დაბრუნების ეშინიათ, მაშინ ასეთი ოკუპანტები ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულების გარანტიას ვაძლევთ.

თუ არ მომისმენენ, საქმე ექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან, სანამ არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გუშინ სამხედროებთან და სამხედრო-სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან შნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდა, თუმცა თემის გახმაურება „არასწორი იქნება“. ზელენსკის განცხადებით, შედეგს ყველა ნახავს დროთა განმავლობაში, როდესაც უკრაინის მცველები მტრის ლოჯისტიკას, ბაზებს და სამეთაურო ცენტრებს გაანადგურებენ.

გუშინ, ომის 187-ე დღეს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონზე შეტევა დაიწყეს და რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, 29 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთის ფრონტის ხაზზე საარტილერიო სროლებს აძლიერებენ და შორ მანძილზე ზუსტი დარტყმებით რუსული ჯარების მომარაგების შეფერხებას განაგრძობენ. ამავდროულად, დაზვერვის ინფორმაციით, ჯერ კიდევ შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად წინ წავიდა უკრაინის შეტევა.

„აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია ხერსონის გარშემო, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე საკუთარი ძალების გასაძლიერებლად. სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე კომბინირებული შეიარაღების არმია, სავარაუდოდ, გაიზარდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის კომპონენტებით. ხერსონის ირგვლივ დანაყოფების უმეტესობა, როგორც ჩანს, დაუკომპლექტებელია და დამოკიდებულები არიან მყიფე მიწოდებაზე, რაც დნეპრზე საბორნე და პონტონური ხიდებით მიწოდებას გულისხმობს“, – იუწყება დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების დანაყოფების ეს ინტეგრაცია უკრაინაში რუსეთის ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციაზე მიუთითებს: „შესაძლებელია, რომ რუსეთმა გააუმჯობესა რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის მართვა, რომელთა ქმედებები ომის დასაწყისში მისი წარუმატებლობის მიზეზი იყო. თუ უკრაინა მოახერხებს მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას, ამ გაუტესტავი სტრუქტურის კავშირი, სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]