weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დონბასის რეგიონში ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

11:49 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

უკრაინა აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში, სადაც სამთავრობო ჯარები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2014 წლიდან ებრძვიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 11 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა შეტაკებაში, რომელშიც ასევე ექვსი სეპარატისტი იქნა მოკლული და ათი დაიჭრა. სხვა ორი უკრაინელი ჯარისკაცი კი სასიკვდილოდ დაიჭრა ნაღმის აფეთქებისას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, სეპარატისტებმა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 28-ჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება. ისინი იერიშისას იყენებდნენ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ავტომატურ იარაღსა და ნაღმსატყორცნებს.

სეპარატისტების თქმით, უკრაინის სამთავრობო ჯარებმა საზავო შეთანხმება 25-ჯერ დაარღვიეს. მათი თქმით, არავინ დაშავებულა.

2014 წლიდან მოყოლებული უკრაინელებსა და დონბასელ სეპარატისტებს შორის გაამრთულ ბრძოლებში 10 300 ადამიანი დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]