weather cur horoscope tv
თებერვალი 22, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

სატვირთო მანქანის ავარიის შედეგად თურქეთში 22 მიგრანტი დაიღუპა

21:32 კვირა, 14 ოქტომბერი 2018

თურქეთში სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა სატვირთო ავტომანქანის სარწყავ არხში გადავარდნის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სატვირთოს არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა ქალაქ აიდინიდან იზმირისკენ მიემართებოდა. ავარიის მიზეზის დასადგენად მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ანადოლუ“ მიგრანტების წარმოშობის ან ეროვნების შესახებ არაფერს წერს. როგორც ცნობილია, ასეულ ათასობით მიგრანტისთვის თურქეთი, შემდეგ კი საბერძნეთი მთავარი მარშრუტია ევროპაში ჩასაღწევად. მიგრანტების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]