weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თალიბებმა 17 ავღანელი სამხედრო მოკლეს 11 კი გაიტაცეს

11:50 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებმა დასავლეთ ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში, ორ საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც 17 ავღანელი სამხედრო მოკლეს, 11 კი გაიტაცეს. იერიშის დროს დაიჭრა ავღანეთის არმიის ოთხი ჯარისკაცი.

რეგიონის მმართველის, ღაუსუდინ ნურზაის თქმით, თავდასხმა გვიან ღამით დაიწყო და დილამდე გრძელდებოდა. თალიბებმა იარაღი და ტყვიაწამალი წაიღეს.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილზე დამატებითი ჯარი გაიგზავნა და თალიბანმაც დიდი დანაკლისი იწვნია.

ამავდროულად ზაბულის პროვინციაში, მიზანის რაიონის პოლიციის უფროსი მოკლეს. თალიბანმა ორივე თავდასხმისთვის იკისრა პასუხიმგებლობა.

13 ოქტომბერს, 22 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები და უშიშროების სამსახურის თანამშომლები, აფეთქებულ ბომბს ემსხვერპლნენ ტაჰარის პროვინციის რუსტაქის რაიონში. ინციდენტი საარჩევნო კამპანიისას მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი შეხვედრას მართავდა.

ჰერათის პროვინციაში სხვა თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა საარჩევნო კანდიდატის ოფისზე თავდასხმა მოაწყვეს და გუშაგი და ბავშვი მოკლეს.

თალიბანმა უშიშროების ძალებსა და სამთავრობო ობიექტებზე ბოლო ხანს განხორციელებულ თავდასხმებზე განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუშალოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც, თალიბანს ამერიკულ შეთქმულებად მიაჩნია ოკუპაციის შემდგომი გამართლებისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]