weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარდაიცვალა „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი პოლ ალენი

11:08 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

ამერიკელი მილიარდერი და ფილანთროპი პოლ ალენი 65 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ალენმა თავის მეგობართან, ბილ გეიტსთან ერთად 1975 წელს დააფუძნა კომპანია „მაიკროსოფტი“, რომელიც 1983 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც პირველად დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. მკურნალობის წარმატებული კურსის შემდეგ ალენმა საინვესტიციო საქმიანობა დაიწყო, დააფუძნა კოსმოსური სატრანსპორტო კომპანია Stratolaunch და ხელოვნური ინტელექტის კვლევის და ბიომეცნიერების ინსტიტუტები.

რამდენიმე წარუმატებელი საინვესტიციო პროექტის მიუხედავად, პოლ ალენის ქონება 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ალენმა ქველმოქმედებითვის ორი მილიარდი დახარჯა, მათ შორის - ებოლას ვირუსთან საბრძოლველად და სიეტლში უსახლკაროთათვის საცხოვრებლების მშენებლობისთვის.

ბილ გეიტსის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ პოლი იყო ნამდვილი პარტნიორი და ძვირფასი მეგობარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]