ალენმა თავის მეგობართან, ბილ გეიტსთან ერთად 1975 წელს დააფუძნა კომპანია „მაიკროსოფტი“, რომელიც 1983 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც პირველად დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. მკურნალობის წარმატებული კურსის შემდეგ ალენმა საინვესტიციო საქმიანობა დაიწყო, დააფუძნა კოსმოსური სატრანსპორტო კომპანია Stratolaunch და ხელოვნური ინტელექტის კვლევის და ბიომეცნიერების ინსტიტუტები.
რამდენიმე წარუმატებელი საინვესტიციო პროექტის მიუხედავად, პოლ ალენის ქონება 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ალენმა ქველმოქმედებითვის ორი მილიარდი დახარჯა, მათ შორის - ებოლას ვირუსთან საბრძოლველად და სიეტლში უსახლკაროთათვის საცხოვრებლების მშენებლობისთვის.
ბილ გეიტსის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ პოლი იყო ნამდვილი პარტნიორი და ძვირფასი მეგობარი.